ჭადრაკი

1:51 | 29.09.2014 | ნანახია NaN - ჯერ

სენსაცია პირველივე ტურში

თითქმის 20-წლიანი შესვენების შემდეგ, ურეკში სტარტი აიღო საქართველოს საკლუბო ჩემპიონატმა ჭადრაკში, რომელსაც სანატორიუმი “კოლხიდა” მასპინძლობს. ასპარეზობაში ქვეყნის 8 რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობს და თითოეული მათგანი შემდეგი პრინციპითაა დაკომპლექტებულია: 3 ვაჟი+ერთი ქალი+1 მოზარდი.

ტურნირი წრიული სისტემით 7 ტურად იმართება და პარტიები ყოველდღე 15.00 საათზე იწყება. პირველი ტურის  დაწყების წინ მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებული თამაში უსურვეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  მერაბ ჭანუყვაძემ.

ჩემპიონატში საქართველოს ყველა წამყვანი მოჭადრაკე ასპარეზობს ნანა ძაგნიძის გარდა. მონაწილეთა შორის არიან ახლახანს რუსეთში დასრულებული ცეშკოვსკის მემორიალის გამარჯვებული ბაადურ ჯობავა და ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული – ბათუმის “ნონას” ძირითადი ბირთვი. ურეკშია კლუბ “კახეთის” ბრაზილიელი ლეგიონერი ალექსანდრ ფიერიც, რომელიც პირველ დაფაზე თამაშობს.

ჩემპიონატის პირველივე ტურში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. გათამაშების ერთ-ერთმა უპირობო ფავორიტმა ქვემო ქართლის “რუსთავმა” ფრედ  დაასრულა შეხვედრა შიდა ქართლის “გორთან”. მოულოდნელი მარცხი განიცადეს თამაზ გელაშვილმა – ბაჩანა მორჩიაშვილთან და ნინო ხურციძემ – ციალა ქასოშვილთან. მხოლოდ, ერთადერთმა “თბილისმა” შესძლო “მშრალი” ანგარიშით (5:0) მოწინაამღდეგის “გურიის” დამარცხება.

ტურის ყველაზე მოკლე პარტია გაიმართა კოკა შანავას (თბილისი) და “გურიის” წარმომადგენელ მინდია ჩხიკვიშვილს შორის. შანავამ მე-18 სვლაზე დააყრევინა მეტოქეს ფარ-ხმალი.

2 ტურის თავზე 4-4 ქულით “თბილისი” და “ქუთაისი” ლიდერობენ, ხოლო “კახეთისა” და “ნონას” აქტივში 3-3 ქულაა. შვიდ ტურად მიმდინარე ტურნირის მე-3 ტურის პარტიები 29 სექტემბერს ჩატარდება. ცენტრალური “ქუთაისის” და “რუსთავის” დაპირისპირება იქნება, “თბილისი” კი “გორს” გაეჯიბრება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:43 | 24.08.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ბასკები წინ!

12:46 | 24.08.2013
a.reversi (9540)

სანმამესი საიდან მოიტანეთ ანოეტაზე თამაშობს ბილბაო სანამ ახალი სტადიონი დამთვარდება

12:35 | 24.08.2013
beka- (31)

თამაში სოსიედადის სატდიონზე "ანოეტაზე" გაიმართა "სან მამესზე" კი არა....

10:54 | 24.08.2013
GOVEN (4940)

jofrey
ოსასუნა არ არის ბასკური გუნდი და ძალით დაეწერათ? )

14:48 | 24.08.2013
kelbo (7279)

ხო მარა ხშირად მაგენსაც ბასკებად თვლიან იმიტო რო ნავარაშიც უმეტესობა ბასკებია

10:21 | 24.08.2013
jofrey (713)

,,ბასკებმა თითო ტაიმში თითო გოლი იკმარეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს" - თქვენი აზრით ოსასუნა კატალონიის ან კასტილიის გუნდია? თუ ოსასუნა ბასკეთის წარმომადგენლად აღარ ითვლება?

10:41 | 24.08.2013
სავაშა__ (6590)

მე როგორც ვიცი ბასკებს მხოლოდ ორი გუნდი ჰყავთ ბილბაო და სოსიედადი...)

14:46 | 24.08.2013
kelbo (7279)

ოსასუნა პამპლონის გუნდია, ბასკეთის მეზობელი ნავარას პროვინციიდან... მართალია ბასკეთი არაა, მარა ძირითადად იქაც ბასკები ცხოვრობენ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.076244
სარეკლამო ადგილი - 99
X x X