სევილიის “პალასიო მუნისიპალ დე დეპორტეს სან პაბლოს” არენაზე ხორვატია სენეგალს შეხვდა და მიმდინარე მუნდიალზე ბალკანელებმა პირველი მარცხი განიცადეს. გუშინ სენეგალმა თავის ისტორიაში პირველი მოგება იზეიმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, დღეს კი მიმდინარე ტურნირის პრიზიორობის ერთ-ერთ კანდიდატს სენსაციურად სძლია.
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის “მინესოტა თიმბერვულვზის” წევრი, ცენტრის გორგუი დიენგის (211 სმ) სოლიდური თამაშის წყალობით სენეგალელებმა პირველი ტაიმში 9 ქულიან უპირატესობას მიაღწიეს, მესამე-მეოთხე პერიოდები ხორვატებმა კი მოიგეს, მაგრამ აფრიკელებთან საბოლოოდ უარყოფითი ბალანსის აღმოფხვრა ვერ შეძლეს.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელის დიენგის აქტივში 27 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2-2 დაფარება და ჩაჭრაა. ხორვატთაგან 15-15 ქულა სარიჩმა და ბოგდანოვიჩმა მიითვალეს, ტომიჩის ანგარიშზე კი 14 ქულა და 9 მოხსნაა.
B ჯგუფში ხორვატებსა და სენეგალელებს 2-2 მოგება და თითო მარცხი აქვთ.
მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში
სევილია. ჯგუფი B
ხორვატია – სენეგალი 75:77 (16:18, 16:23, 20:18, 23:18)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყასაბი მაგრამ მე მაგრად მევასებოდა ყველგან ჟIლკით თამაშOბდა
კიდევ ერთი ძველი თაობის იგროკი წავიდა : (
თავის ამპლუაში დაასრულა თამაში... მე ვთვლი რომ თავისი დროის ერთ ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე და ნამდვილი კაპიტანი თავისი ხასიათით... მთელი კარიერა გრანდებში და ძალიან მაღალ დონეზე იყო მუდამ.
მაგარი იყავი მარკ.
იეს xuligani ufroa kidia sxvisi janmrteloba ra mnish aq danit dachri tu patkatit 9gaushveb loginshi
ძაან მაგარი იყო თავის პოზიციაზე და რატო არ მოსწონდათ დღემდე ვერ ვხვდები
დამსახურებული კაპიტანი იყო მიუნხენში და ძალიან მაგარი მილანში
მანამდე ბარსელონაში და პსვ შიც მხეცი იყო
წაუზიდანა ვითომ?
არა ზიზუს გან განსხვავებით ამან წითელი ბარათით მთელი თავისი კარიერის აპოთეოზი გამოსახა
უხეშობა