შვეიცარიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებიც მცველი ფილიპ სენდეროსი სამედიცინო შემოწმებას ბირმინგემის “ასტონ ვილაში” გადის. ამის შესახებ ინტერნეტპორტალ birminghammail.co.uk-ი იუწყება.
სენდეროსს ესპანეთის “ვალენსიასთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და ამჟამად, თავისუფალი აგენტია. 29 წლის შვეიცარიელმა გასული სეზონი “ფულემში” დაიწყო, სადაც 12 მატჩი ჩაატარა და კარიერა “ვალენსიაში” გააგრძელა, რომლის რიგებში 8-ჯერ ითამაშა.
სენდეროსი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.