ძიუდოში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ საქართველოს ნაკრების წევრებს საერთაშორისო წესებში შეტანილი ცვლილებები გააცნო. სპორტსმენებს სპეციალური სემინარი პარიზის გრან სლემზე გამგზავრების წინ, ერთ-ერთ ვარჯიშზე ჩაუტარდათ.
“გასული სეზონის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წესებში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. სწორედ მათ დასაზუსტებლად და შესასწავლად ჩაატარა სემინარი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ. იმედია ბიჭები სიახლეებს ადვილად აუღებენ ალღოს და ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ.
საქართველოს ნაკრები საფრანგეთში ორი შემადგენლობით იჭიდავებს. მთავარმა მწვრთნელმა განაცხადი ძირითადში გუნდის თითქმის ყველა უძლიერესი წევრი შეიყვანა.
პარიზის გრან-სლემი 8-9 თებერვალს გაიმართება.
სპორტის სამინისტროს ფოტო