სხვა

13:32 | 25.10.2013 | ნანახია 1969 - ჯერ

სემინარი ქართველი მოფარიკავეებისთვის

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მოწვევით, თბილისში ინდიანას შტატის ქალაქ ნოტრდამის უნივერსიტეტის მწვრთნელი ფარიკაობაში – გიორგი კვარაცხელია იმყოფებოდა.

ამერიკაში მცხოვრები თბილისს 21 ოქტომბრიდან სტუმრობდა და პრაქტიკულ და თეორიულ სემინარებს რაპირით ფარიკაობაში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრებისთვის მართავდა.

პრაქტიკული მეცადინეობები ქართველი სპორტსმენებისათვის თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობდა, რაც მოფარიკავეების ფიზიკური კონდიციების ამაღლებას და ტექნიკის დახვეწას უწყობდა ხელს.

4-დღიანი სემინარები 21 ოქტომბერს დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდა. სემინარებში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძეც მონაწილეობდა.

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:08 | 30.10.2015
BATIGOLI 9. (4375)

მილანის დიდი სიყვარულის მიუხედავად იმ გუნდის დდშვცი,რომელშიც 10 ნომერი ჰონდასნაირ სლეებს აცვია!

09:39 | 30.10.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

100%

01:08 | 30.10.2015
gerard888 (1536)

ჰონდა კარგი ფეხბურთელია მარა ვერ მოიხოდა მილანში მაგის ბევრი მიზეზია და ჯობია წავიდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065919
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1969