გლაზგოს “სელტიკს” შვედი მცველი მიქაელ ლუსტიგი გამოაკლდა ხანრგძლივი დროით.
შოტლანდიელთა მთავარ მწვრთნელ ნილ ლენონის თქმით, ლუსტიგი რამდენიმე თვის განმავლობაში ტკივილის ფონზე თამაშობდა - ფეხბურთელს მენჯბარძაყის სახსარი ტკიოდა.
ლუსტიგმა ოპერაცია მანამდე იმიტომ არ გაიკეთა, რომ სურდა შვედეთის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი ოფში დახმარებოდა. მას მერე, რაც სკანდინავები ორი მატჩის ჯამში პორტუგალიელებთან დამარცხდნენ, ლუსტიგი საოპერაციო მაგიდაზე დაწვა.
“ლუსტიგმა ორი ოპერაცია გაიკეთა, ამიტომ ვერ დაგვეხმარება. რეაბილიტაციისთვის დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება. იმედი გვაქვს, რომ აპრილ-მაისში დაგვიბრუნდება. ვხედავდი როგორ იტანჯებოდა ყოველი მატჩის შემდეგ. მიქაელს ტკივილი აწუხებდა და ნორმალურად ვერ მოძრაობდა”, – იუწყება ლენონის სიტყვებს Sky Sports-ი.