გლაზგოს “სელტიკის” აღმასრულებელი დირექტორის, პიტერ ლოუელის განცხადებით, კლუბი მეკარე ფრეიზერ ფორსტერს წასვლაში ხელს არ შეუშლის, თუ ის საინტერესო წინადადებას მიიღებს.
“რა თქმა უნდა, გასაკვირი არაფერია რომ ინტერესდებიან ფეხბურთელით, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თავი კარგად წარმოაჩინა. თუ შესაბამის ფასს შემოგვთავაზებენ, ასეთი ვარიანტი ჩვენთვის მისაღებია, რადგან სხვა მეკარეს დავეყრდნობით, ხოლო მიღებული თანხით შესაძლოა მოთამაშე სხვა პოზიციაზეა შევიძინოთ. თავად ფეხბურთელსაც აქვს კლუბის შეცვლის მიზეზი, რადგან სამჯერ-ოთხჯერ მეტ ხელფასს მისცემენ, ვიდრე ჩვენთან აქვს. ასე რომ, კლუბსა და ფორსტერს შორის რაიმე უთანხმოების მიზეზს ვერ ვხედავ. მოთამაშეს სხვა გუნდში გადასვლა ახარებს, ხოლო კლუბს - მის სანაცვლოდ მიღებული ფული. ნებისმიერ შემთხვევაში, “სელტიკი” დანახარჯების მიხედვით სხვა ლიგების კლუბებს კონკურენციას ვერ გაუწევს” – იუწყება ლოუელის სიტყვებს Daily Record-ი.
ფორსტერის სატრანსფერო თანხა დაახლოებით 10 მილიონი გირვანქა სტერლინგია.