ფეხბურთი

2:00 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სელტა” კვლავ წაუგებელია

ლა ლიგის მე-6 ტური ელჩეში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ვიგოს “სელტა” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ლოგიკური შედეგი ფრე უფრო იქნებოდა, მაგრამ მატჩის 90-ე წუთზე ნოლიტომ კარგად ითამაშა და სამი ქულა მოუპოვა თავის გუნდს. “სელტამ” 6 თამაშში 12 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება “ელჩეს” – 4 ქულით მე-16 პოზიციაზე დარჩა.

ელჩე – სელტა 0:1 (0:0)

ელჩე, “მანუელ მარტინეს ვალერო”

ელჩე (4-2-3-1): მ.ერერა, ლომბანი, როკო, სუარესი, ალბაკარი, ანხელი (გონსალესი 77), მოსკერა, გ.როდრიგესი, ვ.როდრიგესი (კ.ერერა 86), ფაჟრი (კორო 69), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ჯონი, ფონტასი, კაბრალი, გომესი, ერნანდესი, რადოხა, ა.ფერნანდესი (კრონ-დელი 26), ნოლიტო (მალიო 94), ორელიანა, ჩარლესი (ლარივეი 74).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლი: ნოლიტო 90.
გაფრთხილებები: ჯონათასი, გ.როდრიგესი, ლომბანი, გონსალესი – რადოხა, გომესი
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 14(3)-16(4), ჯარიმა: 12-14, კუთხური: 0-4, თამაშგარე:  1-0, სეივი: 3-3 

ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 9. ბუენო (“რაიო ვალეკანო”), ბაკა (“სევილია”), ბეილი (”რეალი”), ალკასერი (“ვალენსია”) – 4.


ირაკლი ალიმბარაშვილი

თეგებილა ლიგა
0.124102