ფეხბურთი

11:26 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სახანძრო დახმარება "ზესტაფონში"

როგორც უკვე მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 29 ივნისს, დავალიანების გადაუხდელობის გამო, კომპანია "ენერგო-პრომ" ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. ამის გამო მოედნები ვეღარ ირწყვება და გაზონის გახმობის პროცესი დაიწყო.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბოლო დღეებში იმერეთში საკმაოდ ცხელა, 1 ივნისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე საფარზე საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა - მაღალი ტემპერატურის გამო ნიადაგში წყლის დეფიციტი იყო, ბალახმა ფერი შეიცვალა და მისი განადგურების პროცესი დაიწყო...

შექმნილი კატასტროფული ვითარებით შეშფოთებული მარგველ გულშემატკივართა კლუბის ხელმძღვანელები სასწრაფოდ დაუკავშირდნენ მუნიციპალური ორგანოების ხელმძღვანელობას, რომელთა საქმეში ჩართვის შემდეგ, სტადიონზე გამოჩნდა სახანძრო სამსახურის თავკაცი და ამავე სამსახურის ეკიპაჟი. სწორედ მეხანძრეთა დახმარების წყალობით მოხერხდა ყველაზე ცუდის - მინდვრის მთლიანად განადგურების პროცესის დროებით შეჩერება. სტადიონის ადმინისტრაცია და გუნდის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დახმარებით ხსენებული პრობლემის მოგვარება უახლოეს დღეებში მოხერხდება.  

www.fczestafoni.ge

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114571