ფეხბურთი

13:27 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სავიოლას ჩინელები ეპატიჟებიან

შესაძლოა, 31 წლის არგენტინელი ფორვარდი ხავიერ სავიოლა კარიერის გასაგრძელებლად ჩინეთში გადაბარგდეს. A Bola-ს ცნობით, “მალაგას” ყოფილმა თავდამსხმელმა ჩინური მხარისგან ოფიციალური წინადადება უკვე მიიღო.

სადღეისოდ, კლუბის სახელი არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ ჩინელები სავიოლას ერთობ მომგებიან წინადადებას სთავაზობენ. უახლოეს პერიოდში, თავად არგენტინელი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სავიოლამ “მალაგა” გასული სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

 

0.11823