ფეხბურთი

18:37 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონს” ბორუცი 6 კვირით გამოაკლდა

ინგლისური “საუთჰემპტონის” მეკარე არტურ ბორუცი ტრავმირებულია და მას დაახლოებით თვენახევარი გაუცდება.

პრემიერლიგის გასულ ტურში, “ჩელსისთან” გამართულ შეხვედრაში, ბორუცმა ტრავმა მე-2 ტაიმის დასაწყისში მიიღო. 33 წლის კიპერმა, დემბა ბასთან შეჯახების დროს, ხელი მოიტეხა. ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორუცის მკურნალობას დაახლოებით 6 კვირა დასჭირდება.

ბორუცის ტრავმა “საუთჰემპტონისთვის” დიდი დანაკლისია, რადგან ლაზარეთში იმყოფება კელვინ დევისიც, რაც იმას ნიშნავს, რომ “წმინდანების” ნომერ პირველ მეკარეობა 21 წლის არგენტინელმა, პაულო გაცანიგამ უნდა იტვირთოს.

0.114953