როტერდამის “ფეიენოორდის” ყოფილი თავდამსხმელი, გრაციანო პელე, კარიერას “საუტჰემპტონში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
პელე ახალ კლუბში რონალდ კუმანს შეუერთდება, რომელიც მას ჯერ “ალკმაარში”, შემდეგ კი “ფეიენოორდში” წვრთნიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პელემ ახალ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო გარიგების ფინანსური მხარეები არ ხმაურდება. შეგახსენებთ, რომ პელემდე “წმინდანებმა” დუშან ტადიჩი (“ტვენტე”) დაიმატეს.
“ძალიან მიხარია, რომ ეს ტრანსფერი შედგა. ბევრი სხვა კლუბისგანაც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი ავირჩიე, რადგან “საუთჰემპტონი” ყოველდღიურად იზრდება” – განაცხადა პელემ.
გასულ სეზონში პელემ “ფეიენოორდის” მაისურით 33 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.
ლევან გოგოტიშვილი