ინგლისურმა “საუთჰემპტონმა” ორი მოთამაშე დაიმატა ოფიციალურად. პირველი “ჰალის” ფორვარდი შეინ ლონგია, ხოლო მეორე “სტიაუას” მცველი ფლორინ გარდოში.
ცნობილია, რომ ორივე მოთამაშემ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა “წმინდანებთან”. ლონგის ტრანსფერი 12 მილიონი გირვანქა დაჯდა, ხოლო რუმინელი მცველის სატრანსფერო ფასი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “საუთჰემპტონი” მთელმა რიგმა წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს. ლუკ შოუმ, დეიან ლოვრენმა, რიკი ლამბერტმა, ადამ ლალანამ და კალუმ ჩემბერსმა გრანდებს მიაშურეს. ამ ფეხბურთელებში “წმინდანებმა” 90 მილიონ გირვანქაზე მეტი გამოიმუშავეს. სანაცვლოდ კი, გრაციანო პელე, ფრეიზერ ფორსტერი, საფირ ტაიდერი, რაიან ბერტრანი და დუშან ტადიჩი დაიმატეს, რაც დაახლოებით 29 მილიონი დაუჯდათ.
ირაკლი ალიმბარაშვილი