ფეხბურთი

12:57 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონმა” ბერტრანი დაიმატა

“ჩელსის” მარცხენა მცველი – რაიან ბერტრანი მომავალ სეზონში “საუთჰემპტონის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას “წმინდანების” ოფიციალური “ტვიტერის” გვერდი ადასტურებს.

ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ბერტრანი იჯარის წესით “საუთჰემპტონში” გადავიდა, ხელი გუშინ მოეწერა. კონტრაქტის სხვა დეტალები არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ინგლისელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით “ასტონ ვილაში” გაატარა და 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ლევან გოგოტიშვილი

0.117706