ინგლისურმა “საუთჰემპტონმა” მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი, ტობი ალდერვეირელდი ინათხოვრა. ტრანსფერი ორივე კლუბმა დაადასტურა.
25 წლის მცველი, “წმინდანებში” ერთი სეზონი ითამაშებს იჯარით. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. რონალდ კუმანის გუნდში, ბელგიელმა “ლივერპულში” წასული დეიან ლოვრენი უნდა შეცვალოს.
ტობი “ატლეტიკოში” 2013 წელს გადავიდა და 22 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. “როხიბლანკოს” რიგებში გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი.
ირაკლი ალიმბარაშვილი