ფეხბურთი

20:16 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონის” პრეზიდენტად ჰოკეის მწვრთნელი დანიშნეს

ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე “საუთჰემპტონს” ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ამიერიდან, “წმინდანების” პრეზიდენტის პოსტს ჰოკეის ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი რალფ კრუეგერი დაიკავებს.

გერმანული წარმოშობის კანადელი ჰოკეისტი კანადასა და გერმანიაში თამაშობდა. მოგვიანებით, ის შვეიცარიის ნაკრებსა და “ედმონტონ ოილერზს” წვრთნიდა. 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს, ის კანადის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.

2014 წლის იანვარში კრუუგერი “საუთჰემპტონის” მმართველი გუნდის წევრი გახდა, ხოლო 12 მარტს, ის პრეზიდენტად დანიშნეს.

0.122565