ფეხბურთი

14:54 | 24.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემპტონი" შოუს 40 მილიონად შეელევა

 

"საუთჰემპტონი" მზადაა ინგლისის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მცველ ლუკ შოუს 40 მილიონ გირვანქას სანაცვლოდ შეელიოს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საუთჰემპტონელთა ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი ფეხბურთელების შენარჩუნებას აპირებს და შოუ 40 მილიონად შეაფასა.

ორი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკ შოუმ "წითელ ეშმაკებთან" პირად შეთანხმებას მიაღწია და მხოლოდ "საუთჰემპტონის თანხმობა იყო საჭირო. აგრეთვე ცნობილი ხდებოდა, რომ "მანჩესტერი" 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 29 მილიონ გირვანქას გადაიხდიდა.

"საუთჰემპტონში" კარგი თამაშის წყალობით, ლუკ შოუს გარშემო ჭორები უხვად ვრცელდება. ინგლისელის შეძენის უმთავრესი პრეტენდენტი მანჩესტერული გრანდია. "საუთჰემპტონმა" "ლივერპულში" უკვე გაუშვა რიკი ლამბერტი და "მერსესაიდელები" ადამ ლალანასაც უმიზნებენ.

ლუკ შოუმ მიმდინარე მუნდიალზე იმყოფება, თუმცა როი ჰოჯსონმა ახალგაზრდა მცველს თავის გამოჩენის საშუალება ჯერ არ მისცა. შესაძლოა, 19 წლის ფეხბურთელმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უთამაშებლად დატოვოს.

გიორგი ბალახაძე

თეგებილუკ შოუ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121517