ფეხბურთი

18:54 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემპტონი" ლალანას და შოუს ვერ ელევა

 

ინგლისური "საუთჰემპტონის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკალო კორტესი აცხადებს, რომ სანამ იგი კლუბშია ადამ ლალანა და ლუკ შოუ გუნდს ვერ დატოვებენ.

"ეს ფეხბურთელები ჩვენ გავხადეთ წარმატებულები და შევინარჩუნებთ კიდეც. მიუხედავათ მათი ამბიციებისა, ჩვენ მათ გაშვებას არ ვაპირებთ. ვიცი, რომ ფეხბურთელებს ჩვენთან ყოფნა სურთ და მათი წასვლის მიზეზს ვერ ვხედავ. შეთავაზებები ფეხბურთელებისთვის მე ნამდვილად არ გამიკეთებია, თუმცა მირეკავდნენ და ჩემი პასუხი ცალსახა იყო: რაც არ უნდა მოხდეს, ფეხბურთელები მინიმუმ ორი სეზონი კლუბში დარჩებიან." _ განუცხადა BBC-ს კორტესმა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ "იუნაიტედი" მზადაა ლუკ შოუს სანაცვლოდ 27 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, ხოლო "ლივერპულმა" "საუთჰემპტონს" ადამ ლალანას სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა შესთავაზა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11924