სხვა

0:13 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

საუნივერსიტეტო ნაკრები პარალელურმა მატჩმა დააღალატა

 

საქართველოს ფუტსალის საუნივერსიტეტო ნაკრებმა მალაგაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში პროგრამა მინიმუმი შეასრულა - ჩინეთი 5:0 დაამარცხა, მაგრამ ჯგუფის მეორე შეხვედრა პორტუგალიამ და ტაილანდმა ფრედ დაასრულეს და ქართველებს თასისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი არ დაუტოვეს.

ჩინელები ჯგუფის ორივე მეტოქეს 4:0 ჰყავდა დამარცხებული და ქართველ სტუდენტებსაც მეტოქე მინიმუმ იგივე შედეგით უნდა დაემარცხებინათ. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი ნინოშვილმა გაიტანა, შესვენების შემდეგ კი, აზიელი მეტოქე საბოლოოდ გატყდა და გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. თავი ნიკვაშვილმა, ოსეფაშვილმა, ნინოშვილმა და ანდღულაძემ გამოიჩინეს და 5:0 მოგებით თასის მერვედფინალში გასვლის რეალური შანსი გაჩნდა, მაგრამ მომდევნო მატჩში დაფიქსირდა ის ერთადერთი შედეგი (ფრე), რომელიც ხელს არ გვაძლევდა.

ამრიგად, სტუდენტური ნაკრები IX ადგილისთვის აგრძელებს ბრძოლას და მეოთხედფინალში, 18 ივლისს, გერმანიას ეთამაშება. აქამდე ნაჩვენები შედეგებით და 3 თამაშში გატანილი 11 გოლით, უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ტურნირის წარმატებით გაგრძელება მოხერხდება. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ფუტსალის სტუდენტური ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობს და პორტუგალიასთან 3:5 მარცხისა და ტაილანდთან კაცნაკლულად 3:3 თამაშის შემდეგ, პირველი გამარჯვების მოპოვება უკვე მოხერხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094194