დღეს დასახელდა ინგლისის პრემიერლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი. პრემიერლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ “მანჩესტერ სიტის’’ არგენტინელი ფორვარდი კუნ აგუერო და ,,საუთჰემპტონის’’ არგენტინელი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო.
გასულ თვეში აგუერომ ინგლისის ელიტარულ ლიგაში ჩატარებულ 3 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა, მათგან აღსანიშნავია შესრულებული დუბლი ,,ვესტ ჰემთან” მატჩში, ასევე გაუტანა ,,ჩელსისა’’ და ,,ევერტონს’’.
მაურისიო პოჩეტინო თვის საუკეთესო მწვრთნელად პირველად ამა წლის იანვარში ცნეს, გასული თვის შედეგებიდან გამომდინარე კი, მეორედ მოიპოვა აღნიშნული ჯილდო.
,,წმინდანები’’ ოქტომბრის თვის ბოლოს მეხუთე ადგილზე იმყოფებოდნენ, დაამარცხეს რა ერთი და იგივე ანგარიშით ,,სუონსი’’ და ,,ფულემი’’ (2:0), ხოლო ,,ოლდ ტრაფორდიდან’’ ქულა წამოიღეს. მთავარ მწვრთნელს კი გარჯა დაუფასდა.
დიმიტრი შარიქაძე