სხვა

0:07 | 27.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო მერვეს დასჯერდა

თურქეთის ქალაქ ანთალიაში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში ქართველი სპორტსმენებიდან ყველაზე უკეთ გია მაჭავარიანმა იასპარეზა, რომელმაც 105 კგ. წონით კატეგორიაში მე-8 ადგილი დაიკავა.
მაჭავარიანმა ატაცში 180 კგ. დასძლია, აკვრაში კი – 210 და ჯამში 390 კგ. მოაგროვა. ამავე წონაში თეიმურაზ გოგია 360 კგ-ს (165+195) დასჯერდა და 40 მონაწილეს შორის 21-ე პოზიციაზე გავიდა, ჩემპიონი კი პოლონელი მარჩინ დოლეგა (415 კგ.) გახდა.
მძიმე წონაში (+105 კგ.) ირაკლი თურმანიძე 400 კგ-ით (185+215) მე-12 გახლდათ, ხოლო ლაშა ტალახაძემ ატაცში 162 კგ. დასძლია, აკვრაში კი სამივე ცდა გაუცუდდა და ასპარეზობა ვერ დასრულა. ამ წონაში ოქროს მედალი ირანელ ბეჰდად სალიმიკორდასიაბის (453 კგ.) ერგო, რომელმაც უახლოეს კონკურენტს მთელი 13 კგ-ით აჯობა.
94 კგ. წონითYკატეგორიაში ვაჟა ღონღაძეს 358 კგ. (168+190) მოუგროვდა, რაც 21-ე საფეხურის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი, ხოლო თემურ ჩხეიძე 330 კგ-ით (150+180) 35-ე ადგილს დაჰყაბულდა. ჩემპიონის ტიტული რუსმა ალექსანდრ ივანოვმა (403) მოიპოვა, არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს ნაკრების ლიდერმა, აწ კი პოლონეთის სახელით მოასპარეზე არსენ კასაბიევმა (390 კგ.) კი მე-5 ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება რაულ ცირეკიძეს (85 კგ.), მან 341 კგ-ის (156+185) დაძლევა მოახერხა და მე-17 პოზიცია დაისაკუთრა. მის წონაში პირველობა პოლონელ ადრიან ზიელინსკის (383) ერგო.   
დანარჩენ წონებში ოქროს მედლები ჩინელებს – ჯინგბიაო ვუსა (56 კგ.) და ჰუი ლიაოს (69 კგ.), ჩრდილოეთკორეელ უნ გუკ კიმსა (62 კგ.) და სომეხ ტიგრან გევორქ მარტიროსიანს (77 კგ.) გადაეცათ. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099241