საქართველოს სათხილამურო ფედერაციას უახლოესი 4 წლის განმავლობაში ზურაბ კოსტავა უხელმძღვანელებს. სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" დღეს გამართულ საანგარიშო საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა არჩევანი ფედერაციის მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატზე შეაჩერეს, რომელსაც ერთი კონკურენტიც არ ჰყავდა.
ზურაბ კოსტავა სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის, კომპანია "სილქნეტის" ბიზნეს-განვითარების დირექტორი და სამთო-სათხილამურო სპორტის დიდი გულშემატკივარია.
ვიდრე დღის წესრიგის უმთავრეს საკითხზე გადავიდოდნენ, დელეგატები ფედერაციის მიერ 2009-2014 წლებში გაწეული სამუშაოს შესახებ მომზადებულ მოხსენებას გაეცნენ. ასევე განიხილეს წესდებაში შესატანი ცვლილებები. პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კი პრეზიდიუმის წევრების ვინაობაც თავად გაარკვიეს.
ახალ პრეზიდენტს მხარი 25-მა დელეგატმა დაუჭირა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ცაგარელი გახდა, ვიცე-პრეზიდენტებად ეკა ორჯონიკიძე და დავით ნათაძე აირჩიეს, გენერალურ მდივნად - ირინა აჩბა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენი პლიუსი ბელარუსიასთან პლეი-ოფია.თავდაჯერებულენი გამოვლენ აღარ ინერვიულებენ ბიჭები გაიხსნებიან არ იქნება ჩვენთვის დამახასიათებელი ფაცი -ფუცი და ვნახოთ რა გამოვა ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვართ. საქართველო გაბრწყინდება
Chanchura ნამდვილად
რა ყოვლის მომცველი სტატიაა