იტალიური “სასუოლო” დაცვის გაძლიერებას განაგრძობს. ლორენცო არიაუდოს შემდეგ, “ნეროვერდიმ” “ჯენოას” უკანახაზელი ტომას მანფრედინიც დაიმატა.
“სასუოლოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მანფრედინი 21-ნომრიან მაისურს მოირგებს. მისი პრეზენტაცია 17 იანვარს შედგება. გარიგების სხვა დეტალები არ ხმაურდება.
33 წლის ტომას მანფრედინი “ჯენოაში” ერთი წლის წინ, 2013 წლის იანვარში გადავიდა. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე სერია A-ში ჩატარებული 15 თამაშია.