“სასუოლოს” მთავარ მწვრთნელად 59 წლის იტალიელი სპეციალისტი ალბერტო მალეზანი იმუშავებს. ის ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეცვლის, რომელიც ემილია-რომანიელებმა 28 იანვარს დაითხოვეს.
“სასუოლოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მალეზანი მუშაობას უკვე შეუდგა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენხნიანი კონტრაქტი გააფორმა მან.
ალბერტო მალეზანის დაახლოებით 20-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. მას 12 კლუბში უმუშავია. 2013 წლის თებერვალში ის “პალერმოს” მხოლოდ 3 მატჩში თავკაცობდა. მალეზანი მას შემდეგ უმუშევარი იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტურე მოიგებს იასნად
რა თქმა უნდა ტურე
ტურეს ეკუთვნის ამათგან.
ტურე გახდება
ტურე აიღებს