სხვა

21:19 | 14.07.2014 | ნანახია 2448 - ჯერ

სასტარტო მარცხი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად თამაშობს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირი მარცხით გახსნა.

ქართველმა წყალბურთელებმა ძალიან მოინდომეს და პირველი რვაწუთეულის შემდეგ გაცილებით გამოცდილ რუმინეთის ეროვნულ გუნდს 4:3 ამარცხებდნენ, თუმცა, დარჩენილ პერიოდებში მხოლოდ 2 გოლი შეაგდეს და 6:11 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მარკო ელაჩა იყო 3 ბურთით, თითოჯერ კი თავი დამირ ცრეპულიამ, მარკო ელეზმა და გიორგი ხვედელიანმა გამოიჩინეს. რუმინელთა ლიდერებად კოსმინ რადუ და ტიბერიუ ნეგრეანი მოგვევლინენ. მათ აქტივში 3-3 გოლი გახლდათ.

საინტერესოა, რომ A ჯგუფში გამართულ კიდევ ერთ მატჩში იდენტური შედეგი დაფიქსირდა. ჩერნოგორიელებმა საბერძნეთის ნაკრები ასევე 11:6 დაამარცხეს. ცნობისთვის, 14 ივლისს თბილისის დროით 13:30 საათიდან ქართველები სწორედ ბერძნებს ეთამაშებიან.

A ჯგუფის დასკვნით მატჩში იტალიელებმა რუსები 13:6 დაამარცხეს.

 

2014 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. 14-27 ივლისი. ბუდაპეშტი (უნგრეთი). A ჯგუფი. 1-ლი ტური

რუმინეთი – საქართველო 11:6 (3:4, 3:1, 2:0, 3:1)

საქართველო: იელაჩა (3), ცრეპულია (1), ელეზი (1), ხვედელიანი (1).

მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი.

 

ჩერნოგორია – საბერძნეთი 11:6 (1:1, 4:1, 3:2, 3:2)

იტალია – რუსეთი 13:6 (3:1, 4:3, 4:1, 2:1)

 

B ჯგუფი

ხორვატია – გერმანია 10:5 (4:3, 2:0, 3:0, 1:2)

საფრანგეთი – სერბეთი 5:16 (1:4, 1:3, 0:3, 3:6)

22:30 ესპანეთი – უნგრეთი


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:12 | 15.07.2014
Gochabett (19)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

10:48 | 15.07.2014
Dato Madrid (1088)

რატომღაც ბორჯღალოსნების და ოლლ ბლექსის ასოციაცია გამიჩნდა ამ თამაშის ყურებისას,თუმცა ოლლ ბლექსის მსგავსი წინ გველოდება ჩერნოგორიის სახით,იქ რა გვეშველება არ ვიცი,ჩემი გაწვრთნილი ბიჭიკია კი დაიხრჩო ორი დღის უკან და წყალბურთში კარგად ჩახედული ხალხი დაწერს ალბათ რა იყო 4:2-ის შემდეგ ფიასკოს მიზეზი.ბიჭებს დიდი მადლობა,დასაწყისისთვის ესეც კარგია ალბათ,რუსებს ჩახადეთ აუცილებლად ლომებო,პუტინის დედის მოსაკითხად მაუზერი არა და ჩემი ხირიმი მინდა ვისროლო მოსკოვის მიმართულებით.ასეა ეს.

09:32 | 15.07.2014
ocneba2 (323)

დასანანი იყო ეს წაგება,ასე მგონია მაგრად დაგვჩაგრეს!

04:43 | 15.07.2014
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

მოკლედ ეხლა წყალბურთში ყოფილ იუგოსლაველებს მიყავთ სტოსი ! არადა ადრე უნგრელები ყველას და ყველაფერს ანგრევდნენ !

23:10 | 14.07.2014
Drinjo Greuli (218)

sakmaod bevri. shecdomebi. kondat chvenebs. imedia. gamoascoreben

22:40 | 14.07.2014
alexx (341)

პირველი ევროპაა და ვფიქრობ, ამით ყველაფერი იწყება...... წარმატებები ბიჭებს და თქვენ რიგებში ახალი ჩიქვანაიები, გოგოლაძეები, ჩომახიძეები დამისთანები გვეხილოს........

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.229284