სტატიები

16:10 | 29.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

“საშუალო ფენის” შესახებ

შუა კვირაში გამართულ ტურს ეროვნული ჩემპიონატის ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოუხდენია და არც რაიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირებულა. ერთი, შეიძლება მცხეთურ მატჩზე ვიფიქროთ, ლიდერმა “დინამომ” მებოლოვეებში მყოფ ვეტერინარებთან 2 ქულა როგორ დაკარგაო, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ ვიტელები დინამოელთათვის არასოდეს ყოფილან იოლი ლუკმა. გამონაკლისს წლევანდელი პირველი წრის მატჩი წარმოადგენს, როცა “დინამომ” თბილისში “ვიტ ჯორჯიას” 5:0 მოუგო. სხვათა შორის, ეს ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება გახლდათ ამათი ურთიერთშეხვედრების ისტორიაში. ოთხშაბათი ვიტელების დღე გამოდგა, ვეტერინარებს თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ, რასაც ვერ ვიტყვით მათ სახელიან მოწინააღმდეგეზე.
დინამოელთა ამ მცირე წაფორხილებით “დილამ” ისარგებლა, შინ “ზესტაფონი” კინკილა გოლით დაამარცხა და ლიდერთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. გორელებისთვის ამ გამარჯვებას ფსიქოლოგიური დატვირთვაც ჰქონდა, რადგან წინა ტურში “დინამოსთან” 0:3-ის შემდეგ დაფიქრება და დაწყნარება სჭირდებოდათ. ეს წნეხი მათ მთავარ მწვრთნელ გიორგი დარასელიასაც ეტყობოდა, აშკარად ჩანდა, რომ ზომაზე მეტად ნერვიულობდა. იმავეს ვიტყვით “ტორპედოზეც”. ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე ქობულეთში მოგება უმნიშვნელოვანესი გახლდათ მათთვის. აკი თქვა კიდეც გია გეგუჩაძემ: ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, უპირველესად ფსიქოლოგიური თვასაზრისითო.
 საინტერსო მატჩი იყო ივანწმინდაში, სადაც ერთმანეთს დღევანდელი ქართული ფეხბურთის “საშუალო ფენის” წარმომადგენლები ხვდებოდნენ. ნათქვამია: მაჩვენე შენი საშუალო ფენა და გეტყვი როგორი ქვეყანა გაქვსო. თუ ამ ციტატის საფეხბურთო პერიფრაზს მოვახდენთ, გამოვა, რომ ივანწმინდაში მე-17 ტურის მთავარი შეხვედრა ყოფილა. ცოტა სარკასტული პერიფრაზი გამოგვივიდა, თუმცა კერკეტი “ზუგდიდის” დამარცხებით, ზემოიმერლებმა დაამტკიცეს, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავთ, სოსო ფრუიძე სწორად მუშაობს და მესამე ადგილზეც ტყუილად არ დგანან, რაც უმაღლეს ლიგაში წლეულს აღზევებული გუნდისთვის მართლაც საუცხოო შედეგია. რასაც ვერ ვიტყვით მეორე “დებიუტანტზე” – ბათუმის “დინამოზე”, რომელიც ოთხი წლის განშორების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ელიტას და ინფრასტრუქტურის გაუმართაობის, სტადიონის უქონლობისა და სხვა მრავალი სუბიექტურ-ობიექტური მიზეზის გამო, ლამის გასავარდნადაა განწირული. არადა, გია გურულის ბიჭებმა ბოლო დროს დაამტკიცეს, რომ ხანდახან ნებისმიერი სიძლიერის მეტოქესთან ტოლ-სწორად შეუძლიათ თამაში. სამწუხაროდ, მხოლოდ ხანდახან. გურულის “ტორპედოსთან” გუშინდელი მარცხის შემდეგ დაჩივლებულიც ამის დასტურია: ჩემს გუნდზე სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უმაღლეს და პირველი ლიგის გუნდებს შორის კლასში დიდი სხვაობაა. მართალია ვცდილობთ, მაგრამ რასაც ვთამაშობთ, საკმარისი არ არისო.  
ცოტა “მოიხედა” რუსთავის “მეტალურგმა”. ზედიზედ მეორე თამაში მოიგო (აუტსაიდერებთან, მაგრამ მაინც) და მეექვსე ადგილზე მყოფ “ზესტაფონთან” ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. ცხადია, ეს ტოპ-ექვსეულზე საოცნებოდ საკმარისი არაა, მაგრამ რაღაც დადებითი პროცესი დაიწყო და ესეც კარგია.

მე-17 ტური. 28 ნოემბერი: სიონი – მერანი 2:1, ჩიხურა – ზუგდიდი 2:0, კოლხეთი – მეტალურგი 2:3, დინამო (ბთ) – ტორპედო 0:2, ვიტ ჯორჯია – დინამო (თბ) 1:1, დილა – ზესტაფონი 1:0

 

 

1. დინამო 17 12 4 1 47:14 40
2. დილა 17 12 1 4 28:11 37
3. ჩიხურა 17 11 2 4 27:14 35
4. ტორპედო 17 10 2 5 32:16 32
5. ზუგდიდი 17 8 5 4 21:14 29
6. ზესტაფონი 17 8 4 5 22:14 28
7. მეტალურგი 17 7 2 8 14:22 23
8. მერანი 17 5 2 10 11:26 17
9. ვიტ ჯორჯია 17 4 5 8 11:23 17
10. სიონი 17 4 5 8 13:26 17
11. დინამო (ბთ) 17 2 3 12 17:38 9
12. კოლხეთი 17 0 3 14 8:33 3

 

მე-18 ტური. 2 დეკემბერი: მერანი – დინამო (ბთ), ტორპედო – კოლხეთი, ზუგდიდი – სიონი, მეტალურგი – დილა, ზესტაფონი – ვიტ ჯორჯია, დინამო (თბ) - ჩიხურა


მეგოლეები:
12 – ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
10 - ჩისკო (2 პენ, “დინამო” თბილისი)
9 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
7 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), დავით ოდიკაძე (5, “ჩიხურა”),  
6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი”)
5 - ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), გიორგი მერებაშვილი, ლევან ხმალაძე (“დინამო” თბილისი), საბა ლომია (“მერანი”), დიმიტრი ტატანაშვილი, ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”)
4 – რატი წინამძღვრიშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი კუხიანიძე (2), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”)
3 – გიორგი ბერიაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), ნიკო კვასხვაძე, დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”), დავით გამეზარდაშვილი (“ზუგდიდი”), ირაკლი მოდებაძე (1), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, გიორგი ონიანი (“დილა”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე (“ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი”),
2 – გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), შოთა ბაბუნაშვილი, ალექსანდრე ბენაშვილი (“ზესტაფონი”), ლევან კუტალია (1), შოთა ლომია (“ზუგდიდი”), რევაზ გოცირიძე, გაგა ჩხეტიანი, ბესო დეკანოიძე, თემურ შარაშენიძე (“ჩიხურა”), ლაშა შერგელაშვილი, გიორგი მიქაბერიძე (“მეტალურგი”), რომან ახალკაცი, ნათან ჟუნიორი, სანდრო გურული (1), ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე (“ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე (“დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე (“ვიტ ჯორჯია”),  მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, პატრიკ მილხრაუმი, ოთარ კვერნაძე, მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, ალექსანდრე ბენაშვილი, ბერდია შარვაძე (“ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე გიორგი რეხვიაშვილი, ნოდარ ნოზაძე, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, მამუკა ტორონჯაძე (“მერანი” მარტვილი), რობერტინიო, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (“დინამო” თბილისი), გელა გოგიტიძე, ამირან მუჯირი, ალექსანდრ ტიმჩიშინი, ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი, ვილი ისიანი, გიორგი ჭედია (“სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი (“ჩიხურა”), ალექსანდრე კვახაძე, ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა, ბექა ტუღუში (“ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ელგუჯა ლობჟანიძე,, ჯემალ გოგიაშვილი, გურამ გურეშიძე (“ვიტ ჯორჯია”), დაჩი ფოფხაძე, ალექსანდრე კოშკაძე, როინ ონიანი, ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ვალერი კაციტაძე, დათო კვირკველია, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია (“დილა”), შალვა კვანტალიანი, ილია პავლიაშვილი (“კოლხეთი”), ანზორ სუხიაშვილი, დავით ჯანელიძე (“მეტალურგი”)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი (“დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”)

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
 ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
 -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
 -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
 -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
 -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 


სოლომონ გულისაშვილი
 

0.169172