ფეხბურთი

21:40 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სასჯელი “დნიპროს”

 უეფა-მ დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” მისი გულშემატკივრების საქციელის გამო დასაჯა. კიევში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის მსვლელობისას უკრაინელი ფანები სტუმრად ჩასულ “კოპენჰაგენის” ქომაგებს ტავს დაესხნენ, რის გამოც მეორე ტაიმის სტარტი მსაჯმა შეაყოვნა.

უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა “დნიპროს” უახლოესი საევროთასო-საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება მიუსაჯა და ჯარიმის სახით 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ამასთან, დნეპროპეტროვსკის კლუბს ორწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციაც მისცეს. თუკი “დნიპროს” ფანები უმსგავსო საქციელს გაიმეორებენ, ორწლიანი სასჯელი ავტომატურად ძალაში შევა.

თეგები“დნიპრო”
0.121155