ფეხბურთი

14:34 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სასამართლო შეჩერდა – შანსი “მეტალისტს”

შესაძლოა, ხარკოვის “მეტალისტმა” 2013-2014 წლების სეზონში ევროსარბიელზე ასპარეზობის უფლება დაიბრუნოს. Football.ua-ს ცნობით, ხარკოველთა პრესსამსახურის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკოვმა განაცხადა, რომ შვეიცარიის სასამართლომ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული საქმე შეაჩერა.

ლოზანის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებით, “მეტალისტისა” და “კარპატის” მატჩი გარიგებული იყო, რის გამოც, უეფას ხარკოველებს ევროაერნაზე ასპარეზობის უფლება ჩამოართვა.

სადღეისოდ, “მეტალისტის” იურისტები სასამართლოში შესატანი აპელაციისთვის ემზადებიან.

 

0.113234