ესპანურმა “სარაგოსამ” საქართველოს ნაკრების კალათბურთელ გიორგი შერმადინთან კონტრაქტი დროებით შეაჩერა. აღნიშნულის მიზეზი სამედიცინო შემოწმება გახდა, რომელმაც დაადგინა, რომ ქართველი ცენტრის მუხლის სრულად მოშუშებას კიდევ 2 თვე დასჭირდება.
მხარეთა შეთანხმებით, შერმადინი რეაბილიტაციის კურსს სარაგოსაში გააგრძელებს, მომჯობინების შემდეგ კი, მისი და ესპანური კლუბის ხელშეკრულება სრულფასოვან სახეს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ არაგონელებთან ერთწლიანი კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა.