ჩოგბურთი

21:20 | 4.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სარა ერანი როლან გაროსის პირველი ნახევარფინალისტი გახდა

მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანი იტალიელი სარა ერანი, აგრძელებს წარმატებულ სვლას საფრანგეთის ღია პირველობაზე. მეოთხედფინალურ ეტაპზე, მან ორ სეტში დაამრცხა პოლონელი აგნეშკა რადვანსკა - 6:4, 7:6 და როლან გაროსის პირველი ნახევარფინალისტიც გახდა.

შეხვედრა 1 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, სარამ 6 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი ჩაწოდება კი ხუთჯერ დათმო. რადვანსკამ 2 ეისი ჩააწოდა და ამდენივე რაოდენობის ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში, ანგარიში 5:2 გახდა აგნეშკას სასარგებლოდ.

როლან გაროსისის ნახევარფინალურ ეტაპზე, იტალიელის მოწინააღმდეგე ამერიკელი სერენა უილიამსი იქნება.


0.122999