თამაშგარე

13:04 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სარა ბრანდერის კიდევ ერთი აღიარება

გერმანელი ფეხბურთელის ბასტიან შვაინშტაიგერის მეგობარი ქალი, უპოპულარულესი მოდელი სარა ბრანდერი, ბუნდესლიგაში ბურთის მგორებელთა მეორე ნახევრებს შორის ყველაზე მიმზიდველად და აქედან გამომდინარე, ყველაზე სექსუალურად დაასახელეს.

გერმანელმა ჟურნალისტებმა გამოკითხვა საკუთრივ ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ჩაატარეს და შვაინშტაიგერის კოლეგებმა ერთხმად აღიარეს, რომ ბასტიანის გოგო სხვათაგან გამორჩეული, მიმზიდველი და ავი სურვილების ამშლელი ვინმეა.

სარა ბრანდერი და ბასტიანი უკვე შვიდი წელია რაც ერთად არიან და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად ცოლ-ქმართან გვაქვს საქმე. თუმცა, მრავალი სხვა ევროპელი ფეხბურთელის მსგავსად, საყვარელი ქალი არც ბასტიანს მოჰყავს ცოლად. მიზეზი ამჯერადაც ბანალურია. ცოლ-ქმრის დაშორების შემთხვევაში, თავისი წვალებით ნაშოვნი ქონების ცოლისათვის გაყოფა ფეხბურთელებს არ სურთ!

0.155126