ფეხბურთი

20:56 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო_საფრანგეთი: პირველი ტაიმი უგოლოდ

 

 

საქართველო_საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა. ანგარიში არ გახსნილა - 0:0. ფრანგებს აქვთ სათამაშო უპირატესობა, თუმცა არა ისეთი, შტურმის სახე რომ ჰქონდეს. განსაკუთრებით, ბოლო 10 წუთში გაუჭირდა საქართველოს.  

გაბრიელ თებიძეს ორჯერ მოუწია რთული ბურთის მოგერიება: მენდის შორეული და განსაკუთრებით, როდრიგესის ახლოდან დარტყმულების შემდეგ. ქართველთაგან ორჯერ სახიფათოდ დაარტყა გიორგი ფანცულაიამ - უზუსტოდ.  როგორც იცით, ეს B ჯგუფის პირველი ტურის მატჩია. ამ ჯგუფში ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა და სერბეთმა 2:1 აჯობა თურქეთს.

საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, სანდოხაძე, ჭანტურია, დვალი, ცნობილაძე, მარკოზაშვილი, ენდელაძე, ფანცულაია, არაბული, ზივზივაძე.

საფრანგეთი: ბენარდო, იკოკო, მენდი, კონტე, როდრიგესი, იუნუ, ბენზია, ნანჟი, რაბიო, ლაპორტი, მარტიალი.

მსაჯი: ემირ ალესკოვიჩი (ბოსნია)

 

 


0.11081