საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გენერალური სპონსორი კომპანია ,,სილქნეტის“ მხარდაჭერით, 22 და 23 თებერვალს ბაკურიანში წარმოგიდგენთ საქართველოს თასის გათამაშების პირველ ეტაპს.
საქართველოს თასი სამთო-სათხილამურო სპორტში ტარდება ვაჟებისათვის და გოგონებისთვის შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
- ბავშვები I, დაბადების წელი 2000-2001
- ბავშვები II, დაბადების წელი 1998-1999
- მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 1997 და უფროსი.
22 და 23 თებერვალს შეჯიბრება ,,დიდველის“ ტრასაზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება. შეჯიბრების დაწყების დრო: პირველი ცდა: 11:00 სთ, მეორე ცდა: 13:00საათზე. სლალომსა და გიგანტურ სლალომში გამარჯვებული ორი ცდის შედეგად გამოვლინდება. სპორტსმენების დაჯილდოება საშეჯიბრო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
წელს, საქართველოს თასის გათამაშება თოვლის სიმცირის გამო ბაკურიანსა და გუდაურში სამ ეტაპად იგეგმება. ეტაპებზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენების გარდა, მონაწილეობას საქართველოში არსებული სპორტსკოლების მოსწავლეებიც მიიღებენ.
შეჯიბრებების სრული კალენდარი და სიახლეები, მუდმივად განახლებულ რეჟიმში, შეგიძლიათ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ოფიციალურ საიტზე იხილოთ www.gsf.ge