სხვა

17:45 | 10.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს შიტო-კაი კარატედოს ასოციაცია ევროპულ ოჯახში მიიღეს

1-5 მაისს, საქართველოს შიტო-კაი კარატედოს ასოციაციის წევრები, იტალიის ქალაქ რიციონეში საერთაშორისო სემინარებზე იმყოფებოდნენ. პროგრამაში იყო - კატა (ფორმალური ვარჯიშების კომპლექსი), კიხონი (ილეთების დეტალების დამუშავება) და კუმიტე (ორთაბრძოლები).
სემინარებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს შიტო-კაი კარატედოს ასოციაციის უფროსმა ინსტრუქტორმა ლაშა კოდუამ და იაპონელი ოსტატებისაგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სემინარებს ატარებდა ევროპის შიტო-კაი კარატედოს ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის კარატეს ფედერაციის (EKF)  ტექნიკური საბჭოს დირექტორი, შიტო-სა და გოჯუ-ს სკოლის ექსპერტი - იშიმი იასუნარი (მე-9 დანი), ასევე იტალიის შიტო-კაი კარატედოს ტექნიკური საბჭოს დირექტორი - ფაბრიციო გრიზონი (მე-6 დანი), იტალიის ნაკრების უფროსი მწვრთნელი კარატეში - სალვატორე გასპერონი (მე-7 დანი). სემინარებმა სამ დღეს გასტანა და შეიძლება ითქვას, რომ ძალზე ნაყოფიერად ჩაიარა. ამის შემდეგ ლაშა კოდუამ იტალიის ნაკრებთან ერთად ივარჯიშა და აქაც საკმაო გამოცდილება შეიძინა.
დასასრულს, იტალიის შიტო-კაი კარატედოს ასოციაციის ხელმძღვანელობამ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები (ლაშა კოდუა, ლევან დავითულიანი, ნინო კოკოშვილი) ოფიციალურ ვახშამზე მიიპატიჟა, სადაც განიხილეს საქართველოს შიტო-კაის ასოციაციის ოფიციალურად გაწევრიანების საკითხი ევროპის შიტო-კაის ასოციაციის რიგებში, რაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დადებითად გადაწყდა. კარატეს შიჰანმა - იშიმი იასუნარიმ ქართველი კარატისტები ივლისში ესპანეთის, პორტუგალიისა და ბელგიის ნაკრებების ორკვირიან ერთობლივ ვარჯიშებზე მიიწვია, რომელიც უნდა ჩატარდეს ქალაქ კარტახენაში (ესპანეთი), რის შემდგომ უკვე ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება და საქართველოს ნაკრებს მსგავსი შეკრება ნამდვილად წაადგება.
იმავე ვახშამზე, ფაბრიციო გრიზონიმ (მე-6 დანი) იტალიური ღვინით ხელში წამოსთქვა, რომ ძალიან ახარებს შიტო-კაი კარატედოს ერთიან ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანება.

საქართველოს შიტო-კაი კარატედოს პრეს-ცენტრი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158712