ჩოგბურთი

15:17 | 26.05.2014 | ნანახია 0 - ჯერ

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელები მოწინავე ორასეულებთან იმყოფებიან

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში გააღწია და სამომავლო რეიტინგში წინსვლა ელის, დღეს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში კი 285 ქულით 204-ე ადგილზე იმყოფება.

სულ, WTA-ს რეიტინგში 7 ქართველი გოგონა მოხვდა: 204 (203). სოფო შაფათავა – 285 ქულა; 365 (369). ეკატერინე გორგოძე – 111; 370 (351). ოქსანა კალაშნიკოვა – 109; 437 (440). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 81; 614 (616). სოფო ქვაცაბაია – 43; 1160 (1154). მარიამ ბოლქვაძე – 6; 1255 (1248). თამარ ჭალაგანიძე – 3;

მიმდინარე კვირაში შაფათავას იტალიაში, ქალაქ გრადოს 25-ათასიან ტურნირზე უნდა ეთამაშა, თუმცა, საბედნიეროდ, “როლან გაროსს” შემორჩა და ცხადია, აპენინებზე აღარ გამგზავრებულა.

სამაგიეროდ, საკვალიფიკაციო ბადეში ძალები მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერმა სცადა, რომელმაც პირველ რაუნდში არგენტინელი კარლა ლუსერო 6:0, 6:2 დაამარცხა, შემდეგ კი, მე-10 ნომრად განთესილმა ქართველმა პირველი რეიტინგის მქონე იტალიელ ჯაია სანესისთან 6:3, 4:6, 4:6 წააგო.

უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში იმყოფებიან სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე. მე-5 ნომრად განთესილი გორგოძე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ფარიზა აბდულაევას (უზბეკეთი) ეთამაშება, ქვაცაბაიას მეტოქე კი ალიკა ისმაილოვა (უზბეკეთი) იქნება. წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები ასევე მასპინძლებს – ახმედოვას და ილინას დაუპირისპირდებიან.

ისრაელის ქალაქ ნეთანიას 10-ათასიანი ტურნირის პირველივე რაუნდში პირველი რეიტინგის მქონე ავსტრიელ პია კიონიგთან 5:7, 1:6 წააგო მარიამ ბოლქვაძემ. წყვილებში ბოლქვაძე და რუსი ანასტასია პრიბილოვა უკრაინელებს – ბოგოსლავეცს და პისკუნს ეთამაშებიან.

ეგვიპტეში, კერძოდ კი, შარმ ელ შეიხში კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირზე იასპარეზებს თამარ ჭალაგანიძე.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც გასულ კვირას კარშის 50-ათასიანი ტურნირი მოიგო, 85-ადგილიანი წინსვლა განიცადა და 237 ქულით 209-ე პოზიციას უწია. ქართველთაგან მე-2 საუკეთესო შედეგი ალექსანდრე მეტრეველს გააჩნია. იგი 39 ქულით 654-ეა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:51 | 13.06.2020
100% (432)

რამდენი დავწერე...))))

21:48 | 13.06.2020
100% (432)

ქართულ ფეხბურთს ყველაზე ძალიან, სამხრეთ ამერიკული გავს. ცეკვიდან გამომდინარე, როგორც ჩვენი დიდი ფეხბურთელები, ისე ისინიც ცეკვიდან მოდიან.

21:42 | 13.06.2020
100% (432)

ეს არის ქართული ფეხბურთი და თუ არ წააქციეს, გამჩერებელი არავინ არ არის. ინგლისის გუნდები არ აფუჭებდნენ თავის ნაშიერს, ფეხბურთს და მაგიტომ ვუგებდით. გერმანელები პირიქით, ცენტრშივე უხეშობდნენ და მერე გვიგებდნენ. შეტევის დაწყებასაც არ გვაცლიდნენ.

20:35 | 13.06.2020
mjgiri (8951)

ნესვის ფანებთან ნესვი მხოლოდ უნდა აქო,თორე ვერაფერ სხვას ვერ ეგუებიან

20:28 | 13.06.2020
ARMANDO (6045)

ყველაფერს აქ საზღვარი სიძულვილის გარდა

20:35 | 13.06.2020
mjgiri (8951)

რა თქვა ტყუილი? მესი ძირითადათ მაინც სისწრაფეზე ატყუებს ქინქლაძის დრიბლინგი უფრო სხვა სტილისიაა

20:50 | 13.06.2020
ARMANDO (6045)

საერთოდ ქინქლაძე ვინ იყო იცი?

20:18 | 13.06.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

თავს დავდებ რომ უფრო ეფექტურად ატყუებდა მეტოქეებს, ვიდრე მესი.
მესი დრიბლინგის დროს სულ ცარიელ სივრცეს ეძებს და ირიბად მირბის საჯარიმოსკენ. გიო იმენნა მომტყუებელი იყო. რა სირბილე, რა ესთეტიკა...
სამკაული იყო ფეხბურთის.

20:27 | 13.06.2020
ARMANDO (6045)

სად დადებ თავს?

18:06 | 14.06.2020
ilia_juventus (2091)

თავის დასადეებბის მეტი რა არის "თამაშგარე" რუბრიკაში

0.063476