ფეხბურთი

22:29 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს რუქის გამო ბაქოს სტადიონზე ჩხუბი მოხდა

ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის დღეს გამართული ევროპის თასის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის მიმდინარეობისას, ბაქოს სტადიონზე ქართველმა ქომაგებმა საქართველოს ის რუქა ასწიეს, რომელშიც აზერბაიჯანის ამჟამინდელი ტერიტორიები - კახი და ზაქათალა - დღევანდელი საქართველოს შემადგენლობაში იყო შეყვანილი.

ამის შესახებ აზერბაიჯანული ვებგვერდი sportbox.az  იუწყება.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის გამო აზერბაიჯანელ და ქართველ ფანებს შორის ჩხუბი ატყდა, თუმცა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მალევე აღკვეთეს არეულობა.

არასასიამოვნო ინციდენტი რომ ნამდვილად მოხდა, ამას ადასტურებს “მსოფლიო სპორტის” კორესპოდენტიც, რომელიც დღეს ბაქოში აღნიშნულ მატჩზე იმყოფებოდა, თუმცა, რამდენად იყო ინციდენტის მიზეზი საქართველოს რუქა, მისთვის უცნობია.

როგორც “მსოფლიო სპორტი” იტყობინება, მასპინძელმა ფანებმა სტუმრებს პოლიეთილენის ბოთლები ესროლეს და პასუხად იგივე მიიღეს, საბოლოოდ კი შუაში პოლიცია ჩადგა.

დღევანდელი მატჩი “ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის ფრედ 0:0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი კი, თბილისში, 7 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119145