საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის N 193 დადგენილებით, “საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის N 488 დადგენილებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც 2014-2016 წლების ფინანსური ნაწილი განისაზღვრა 33 673 968 ლარით.
იმის გამო, რომ გულშემატკივრებში ამ ცნობამ გამოიწვია გარკვეული გაუგებრობა (საიდან გაჩნდა ეს თანხა, როგორ მოხდება მისი განაწილება, რას მოხმარდება და ა.შ.), რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება გააცნოს მათ ამ პროგრამის დეტალები, რათა ეს ინფორმაცია გახდეს საჯარო და დააკმაყოფილოს ფართო საზოგადოების ინტერესი.
რაგბის განვითარების მხარდაჭერის პირველი სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა 2008 წლის აპრილში. პროგრამამ მოიცვა პერიოდი 2008-2012 წლები. პროგრამით 2008-2012 წლებში რაგბის განვითარებისთვის გამოიყო 17 828 689 ლარი, საიდანაც 6 000 000 ლარი იყო უმაღლესი ლიგის გუნდების დახმარება (საბაზო და საპრიზო დაფინანსება). წლების მიხედვით თანხა შემდეგნაირად განაწილდა:
2008 წელი – 2 710 000 ლარი (მათ შორის 320 000 ლარი კლუბების საბაზო დაფინანსება, 2 390 000 ლარი სანაკრებო რაგბი, შიდა რაგბი და განვითარების სხვა პროგრამები).
2009 წელი – 4 335 379 (მათ შორის 1 500 000 ლარი კლუბების საბაზო და საპრიზო თანხა, 2 835 379 ლარი სანაკრებო რაგბი, შიდა რაგბი და განვითარების სხვა პროგრამები).
2010 წელი – 4 537 710 (მათ შორის 1 500 000 ლარი კლუბების საბაზო და საპრიზო თანხა, 3 037 710 ლარი სანაკრებო რაგბი, შიდა რაგბი და განვითარების სხვა პროგრამები).
2011 წელი 5 065 600 (მათ შორის 1 500 000 ლარი კლუბების საბაზო და საპრიზო თანხა, 3 565 600 ლარი სანაკრებო რაგბი, შიდა რაგბი და განვითარების სხვა პროგრამები).
2012 წელი – 1 180 000 ლარი (კლუბების საპრიზო თანხა).
სულ – 17 828 689 ლარი (მათ შორის 6 000 000 ლარი კლუბების დახმარება).
რაგბის განვითარების მხარდაჭერის მეორე სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა 2012 წლის თებერვალში. პროგრამამ მოიცვა 2012-2016 წლები. ფინანსური ნაწილი განისაზღვრა 20 500 000 ლარით, საიდანაც 6 000 000 ლარი გამოიყო უმაღლესი ლიგის 10 გუნდის დახმარებისათვის (საბაზო და საპრიზო დაფინანსება). წლების მიხედვით თანხა შემდეგნაირად განაწილდა:
2012 წელი – 4 000 000 ლარი (მათ შორის 1 000 000 ლარი კლუბების საბაზო დაფინანსება, 3 000 000 ლარი სანაკრებო რაგბი, შიდა რაგბი და განვითარების სხვა პროგრამები).
2013 წელი – 4 700 000 ლარი (მათ შორის 1 500 000 ლარი კლუბების საბაზო და საპრიზო დაფინანსება, 3 200 000 ლარი სანაკრებო რაგბი, შიდა რაგბი და განვითარების სხვა პროგრამები).
2014 წელი – 4 800 000 ლარი (მათ შორის 1 500 000 ლარი კლუბების საბაზო და საპრიზო დაფინანსება, 3 300 000 ლარი სანაკრებო რაგბი, შიდა რაგბი და განვითარების სხვა პროგრამები).
2015 წელი – 6 500 000 ლარი (მათ შორის 1 500 000 ლარი კლუბების საბაზო და საპრიზო დაფინანსება, 5 000 000 ლარი სანაკრებო რაგბი, შიდა რაგბი და განვითარების სხვა პროგრამები).
2016 წელი 500 000 ლარი (5 00 000 ლარი კლუბების საპრიზო დაფინანსება).
სულ – 20 500 000 ლარი (მათ შორის 6 000 000 ლარი კლუბების დახმარება).
2013
2014 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2012 წლის რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც 2014-2016 წლებში პროგრამის ფინანსური ნაწილი განისაზღვრა 33 673 968 ლარით, საიდანაც უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების დახმარებისათვის განისაზღვრა 14 700 000 ლარი (13 500 000 უმაღლესი ლიგა, 1 200 000 პირველი ლიგა), ხოლო სანაკრებო, შიდა რაგბზე და განვითარების სხვა პროგრამებზე – 18 973 968 ლარი. წლების მიხედვით თანხა შემდეგნაირად განაწილდა:
2014 წელი – 10 500 000 ლარი (მათ შორის 4 800 000 ლარი უმაღლესი და პირველი ლიგის საბაზო და საპრიზო დახმარება, 5 700 000 სანაკრებო რაგბი, შიდა რაგბი და განვითარების სხვა პროგრამები).
2015 წელი – 12 048 684 ლარი (მათ შორის 4 950 000 ლარი უმაღლესი და პირველი ლიგის საბაზო და საპრიზო დახმარება, 7 098 684 სანაკრებო რაგბი, შიდა რაგბი და განვითარების სხვა პროგრამები).
2016 წელი – 11 125 284 ლარი (მათ შორის 4 950 000 ლარი უმაღლესი და პირველი ლიგის საბაზო და საპრიზო დახმარება, 6 175 284 სანაკრებო რაგბი, შიდა რაგბი და განვითარების სხვა პროგრამები).
სულ – 33 673 968 ლარი.
2014-16 წლების სამთავრობო პროგრამით გამოყოფილი თანხების სავარაუდო განაწილება მოცემულია დანართების სახით.
პატივისცემით, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე
2014 წლის ბიუჯეტის თანხების სავარაუდო განაწილება