დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატი ჩოგბურთში ქალებსა და კაცებს შორის, რომელსაც ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტები მასპინძლობს.
ქალთა შორის საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება, რადგან მოქმედი ჩემპიონი და ტურნირის პირველი ნომერი სოფიკო შაფათავა, ნახევარფინალში მესამე ნომარად განთესილ ეკატერინე გორგოძესთან დამარცხდა და პირველი ადგილისთვის ბრძოლას გამოეთიშა. გორგოძე ფინალში თათია მიქაძეს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში დიანა დავითაიას მოუგო. ფინალური შეხვედრა 23 ოქტომბერს, 12.00 საათზე დაიწყება.
წვიმის გამო, გუშინ გვიან დასრულდა მეოთხედფინალში მოასპარეზე ზურა ზედანია - ლუკა ფილფანისა და დემეტრე თაქთაქიშვილი - გიორგი ჯავახიშვილის შეხვედრები. ნახევარფინალში გავიდნენ გიორგი ცივაძე და ნოდარ ითონიშვილი, რომლებმაც შესაბამისად, სერგო სიხარულიძე და ზურაბ ცხაკაია დაამარცხეს.
ქალები
ნახევარფინალის ტექნიკური შედეგები
სოფიკო შაფათავა - ეკატერინე გორგოძე 3:6, 1:6; თათია მიქაძე - დიანა დავითაია 6:1, 6:3
ფინალი
23 ოქტომბერი
მიქაძე – გორგოძე 12.00
კაცები
მეოთხედფინალი
გიორგი ცივაძე - სერგო სიხარულიძე 6:3, 7:5; ნოდარ ითონიშვილი - მიხეილ ხმიადაშვილი 6:0, 6:3
როლანდ ლაბუჩიძე







