დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე ევროპის პირველი ჯგუფის გუნდების, საქართველოსა და ფინეთის შეხვედრა. ქართველმა ხელბურთელებმა აღმავლობით ითამაშეს, მეტოქე 7 ქულის სხვაობით, 26:19 დაამარცხეს და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის პირველი ტაიმი, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, სტუმრებმა 2 ქულის სხვაობით, 10:8 მოიგეს. მეორე ტაიმში მასპინძლებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი ანგარიშით 26:19 გაიმარჯვეს.