საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ორშაბათს შეკრებას პარიზში დაიწყებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 18 მარტს, გამთენიისას თბილისიდან პარიზში გაფრინდნენ, ქეცბაიას ასისტენტი სოსო ჭედია, მეკარეების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე, მეკარეები: გიორგი ლორია (“დინამო”), როინ კვასხვაძე (“ზესტაფონი”), მცველები: დავით კვირკველია (“დილა”), გიორგი ფოფხაძე (“ბაქი”, აზერბაიჯანი), ნახევარმცველები: ირაკლი მაისურაძე (“დილა”), ირაკლი ძარია (“დინამო”).
ეროვნული გუნდი პარიზის გარეუბანში, სასტუმრო “პულმან ბერსი პარიზში” დაბინავდება. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საფრანგეთთან მატჩისთვის ქეცბაიამ ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: გიორგი ლორია (“დინამო”), ნუკრი რევიშვილი (“კრასნოდარი”, რუსეთი), როინ კვასხვაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მაკარიძე (“ლე მანი”, საფრანგეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (“კრივბასი”, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (“მორდოვია”, რუსეთი), გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (“კრილია სოვეტოვი”, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (“ბაქი”, აზერბაიჯანი), ზურაბ ხიზანიშვილი (“ქაისერისფორი”, თურქეთი), დათო კვირკველია (“დილა”), საბა კვირკველია (“რუბინი”, რუსეთი)
ნახევარმცველები: ალექსანდრე კობახიძე (“დნიპრო”, უკრაინა), დავით თარგამაძე (“ილიჩევეცი”, უკრაინა), ირაკლი ძარია (“დინამო”), ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), ჯანო ანანიძე (“სპარტაკი”, მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი მაისურაძე (“დილა”), მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე “კარპატი”, ლვოვი, უკრაინა), დავით დევდარიანი (“ორჰუსი”, დანია)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (“ლეგია”, პოლონეთი), მათე ვაწაძე (“ორჰუსი”, დანია), ნიკოლოზ გელაშვილი (“ბოხუმი”, გერმანია).
22 მარტს, საფრანგეთი-საქართველოს მატჩი პარიზის გარეუბან სენ-დენიში, “სტად დე ფრანსზე” გაიმართება და თბილისის დროით 24 საათზე დაიწყება.