კალათბურთი

21:56 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ლაშკოში პირველი ვარჯიში ჩაატარა

2 სექტემბერს, სლოვენიური დროით დაახლოებით 15 საათისთვის  საქართველოს ნაკრები ჩარტერული რეისით ვილნიუსიდან ლუბლიანაში ჩაფრინდა. სლოვენიის დედაქალაქის აეროპორტში მათ შეურთდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და  ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი. გუნდი და ფედერაციის ხელმძღვანელები სპეციალური ავტობუსით გაემგზავრნენ ცელიესთან ახლომდებარე კურორტ  ლაშკოში. სწორედ აქ მდებარე სასტუმრო "თერმანა ლაშკოში" განთავსდა საქართველოს ნაკრები. ამავე სასტუმროში ცხოვრობს  ევრობასკეტის C ჯგუფის კიდევ 3 ნაკრები გუნდი -  ხორვატია, ჩეხეთი და პოლონეთი. როგორც "თერმანა ლაშკოს" ადმინისტრაციაში გვითხრეს, სლოვენიისა და ესპანეთის ნაკრებები სხვა ოტელში ცხოვრობენ -ცელიესთან უფრო ახლოს. 

დღესვე საღამოს საქართველოს ნაკრებმა ლაშკოში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ამის შესახებ და გუნდის განწყობაზე  მოგვიანებით მოგაწვდით მასალას. 

ამ სტრიქონების ავტორი და ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადამღები ჯგუფის წევრები ცალკე მანქანით ლუბლიანიდან ჯერ ცელიეში ჩავედით და ევრობასკეტ 2013-ის ამ ჯგუფის მედიაცენტრში ავიღეთ ფიბას სააკრედიტაციო საბუთები.

ცელიეში ყველგან იგრძნობა, რომ აქ ევრობასკეტის მატჩები გაიმართება. აქვე შევიტყვეთ,რომ ცელიეში გამორჩეული ტემპერამენტის ქომაგები არიან და რომ სლოვენიის ნაკრებს, საკუთარი ოსტატობის გარდა, ადგილობრივი ქომაგები ძალიან დაეხმარებიან. სლოვენიელები კოლეგები ცელიეში ძალიან თბილად შეგვხვდნენ ქართველ ჟურნალისტებს. გვითხრეს,რომ საკმაოდ კარგად ინფორმირებული არიან საქართველოს ნაკრების შესახებ და ჯგუფში ძალიან ძლიერი გუნდების ყოფნის მიუხედავად, წარმატებები გვისურვეს.

თენგიზ პაჭკორია,ლაშკოდან  სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120813