კალათბურთი

11:38 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთში ჩასვლის დღეს დაისვენა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჩეხეთშია. იგორ კოკოშკოვის გუნდი პრაღაში პორტოდან ფრანკფურტის გავლით ჩაფრინდა, საიდანაც ქალაქი ნიმბურკი დაახლოებით 1 საათის სავალზეა.

ნიმბურკი ძალიან პატარა, მყუდრო და იტორიული ქალაქია. აქ მინერალური წყლები და შესანიშნავი ბუნებაა. ქალაქში არაერთი სანატორიუმია, სადაც დამსვენებლები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ანაც უბრალოდ დასასვენებლად ჩამოდიან.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმაც დაისვენეს. მგზავრობამ ხანგრძლივი დრო წაიყო, დილის 8 საათზე პორტუდან გასული ქართველები ნიმბრუკში 18:00 საათისთვის ჩავიდნენ. გუნდის წევრებმა ივახშმეს და დაისვენეს.

დღეს, 19 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები ორჯერ ივარჯიშებს: 11:00 და 19:00 საათზე. უშუალოდ შესარჩევი მატჩი კი 20-ში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიაში საქართველოს ნაკრებმა არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი ჩაატარა. ის, რომ თამაში დამატებით დროში გადავიდა, ბევრ რამეზე მიუთითებს. ამასთან, ქართველებმა პირველი ნახევარი 19 ქულით წააგეს, მეორე პერიოდის შუაწელში კი სულაც 23 ქულით ჩამორჩებოდნენ.

ასე დიდი დეფიციტი საქართველოს ნაკრებს არასდროს აღმოუფხვრია. დიდი მობილიზების, ბრძოლისა და შეუპოვრობის ხარჯზე, ქართველებმა თამაშის შემობრუნება მოახერხეს და ოვერტაიმში დროში მასპინძლები 1 ქულის სხვაობით – 91:90 დაამარცხეს.

ეს მატჩი ალბათ დიდი ხანი ემახსოვრებათ ქართველ გულშემატკივრებს – მათ შორის პორტუგალიაში საქართველოს ელჩს, გიორგი გორგილაძეს, რომელიც ოვარში გამართულ შეხვედრას დაესწრო, ინერვიულა და  ბოლოს ქართველებს გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს ნაკრები ჩეხეთში ჩავიდა

http://www.youtube.com/watch?v=8YMsAXAHT6g

პორტუგალია-საქართველო

http://www.youtube.com/watch?v=Z7zmJFOGbKk

www.gbf.ge

0.287543