ფეხბურთი

13:13 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 97-ეა

ფიფა/კოკა კოლას აგვისტოს რეიტინგში, საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა, ივლისთან შედარებით, მდგომარეობა ერთი პოზიციით გაიუმჯობესა და ამჟამად 97-ე ადგილზეა.

რეიტინგის პირველი სამეული უცვლელი დარჩა და პირველ ადგილზე კვლავ ესპანეთის ნაკრები იმყოფება, მეორე პოზიციაზე გერმანიაა, ხოლო მესამეზე – კოლუმბია.

აგვისტოში ფიფა/კოკა კოლას რეიტინგის 20 მოწინავე ნაკრების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1 (1). ესპანეთი – 1484

2 (2). გერმანია – 1257

3 (3). კოლუმბია – 1219

4 (4). არგენტინა – 1210

5 (5). ჰოლანდია – 1165

6 (6). იტალია – 1142

7 (7). პორტუგალია – 1099

8 (8). ხორვატია – 1098

9 (9). ბრაზილია – 1089

10 (10). ბელგია – 1079

11 (11). საბერძნეთი – 1038

12 (12). ურუგვაი – 998

13 (14). ბოსნია-ჰერცეგოვინა – 995

14 (15). ინგლისი – 994

15 (16). შვეიცარია – 987

16 (17). რუსეთი – 979

17 (18). ეკვადორი – 972

18 (13). კოტ დივუარი – 962

19 (22). აშშ – 960

20 (20). მექსიკა – 879

...23 (23). საფრანგეთი – 838

...65 (65). ფინეთი - 537

...73 (78). ბელარუსი – 482

...97(98). საქართველო - 369

ესპანეთი, საფრანგეთი, ფინეთი და ბელარუსი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეები არიან. 6 სექტემბერს, თემურ ქეცბაიას შეგირდები თბილისში საფრანგეთს უმასპინძლებენ, ხოლო 10 სექტემბერს – ფინეთს.

 

0.143017