ფეხბურთი

15:40 | 18.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ეგვიპტესთან ტესტ-მატჩს გეგმავს

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული გუნდი 14 ნოემბერს თბილისში ამხანაგური თამაშის ჩატარებას გეგმავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ატაშემ ოთარ გიორგაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ საუბარი ეგვიპტის ნაკრების სტუმრობაზეა და ხსენებული ქვეყნის ფედერაციასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ქართული მხარე ეგვიპტელებისგან პასუხს რამდენიმე დღეში ელის. აქვე გეტყვით, რომ ეგვიპტელებმა 2010 წელს აფრიკის თასი მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მატჩი აღარ აქვს და მომავალი წლის 22 მარტს სტუმრად საფრანგეთთან ითამაშებს.  

 

ლაშა თაბაგარი  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.132964