საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი სასწაული მოახდინა და თადარიგში მინდვრის ერთი მოთამაშით დარჩენის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მე-6 ჯგუფის მასპინძელ ბელგიას 2:0 სძლია. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ქართველი 19-წლამდელები ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ითამაშებენ (1999 წელს ფინალში ამ გუნდის წინამორბედმა 18-წლამდელთა ნაკრებმა იასპარეზა. იტალიასთან – 1:3, ირლანდიასთან – 3:3, ესპანეთთან – 1:4).
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ისეთი ვითარება გახლდათ შექმნილი, რომ ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებს წარმატებისთვის შესაძლოა, ყაიმიც ჰყოფნოდა, თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ სიტუაცია უფრო დაიძაბა. პარალელურ შეხვედრაში ინგლისელები შოტლანდიასთან 2:0 დაწინაურდნენ, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თუკი ჩვენი თამაში უგოლოდ დასრულდებოდა, ხოლო ინგლისელები ერთხელაც გაიტანდნენ, მიზანს უკვე ისინი აღწევდნენ.
სწორედ ამიტომ იყო, შესვენების შემდეგ ქართველთა შეტევები უფრო მძაფრი რომ გახდა, რამაც შედეგი მალევე მოიტანა. ანგარიშის გახსნა 56-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ მოახერხა და მასვე 74-ეზე უპირატესობის განმტკიცება შეეძლო, თუმცა, ლუკა ზარანდიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გააცუდა.
საბედნიეროდ, ქართველ ფეხბურთელებზე ამას ცუდად არ უმოქმედია. პირიქით, მათYშეტევები გააგრძელეს და გურამ სამუშია ანგარიში 2:0 გახადა. მალევე ეს უკანასკნელი ქართველთა ერთადერთმა სათადარიგო მიდვრის მოთამაშე ალექსანდრე გურეშიძემ შეცვალა, დარჩენილ დროში კი საინტერესო ის იყო, რომ მატჩის შვეიცარიელმა არბიტრმა ლაშა დვალის წინააღმდეგ უხეშობისთვის მასპინძელთა მცველი ჟილ რუისენი გააძევა.
ამგვარად, ქართველმა 19-წლამდელებმა 7 ქულა მოაგროვეს და მე-2 ადგილზე გასულ ინგლისს, რომელმაც საბოლოოდ შოტლანდიელებს 3:0 სძლია, 2 ქულით გაუსწრეს. შესაბამისად, ცეცაძის ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს, სადაც სულ 8 ნაკრები ითამაშებს.
მათგან უკვე ცნობილია სამი გუნდის ვინაობა. ესენი მასპინძელი ლიტვა, მე-7 ჯგუფის გამარჯვებული თურქეთი (რუსეთთან – 2:1, იტალიასთან – 5:1, უკრაინასთან – 2:0) და საქართველო არიან. ელიტ-რაუნდის დანარჩენ ჯგუფებში თამაშები ჯერაც ჩასატარებელია.
აქვე ვთქვათ, რომ ფინალური ეტაპი 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება, მომავალი ტურნირის კენჭისყრა კი 14 ივნისს ასევე ლიტვაში შედგება.
ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი. მე-6 ჯგუფი. KSV Bornem Stadion (ბორნემი), ბელგია
საქართველო – ბელგია 2:0 (0:0)
საქართველო: თებიძე, დვალი, სანდოხაძე (კაპ.), გეგეჭკორი, უბილავა, სამუშია (გურეშიძე, 81), ჭანტურია, ფანცულაია, ცნობილაძე, ზივზივაძე, ზარანდია.
მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე.
ბელგია: დოესტი, იბომა (დე ნევე, 73), რუისენი, დე სარტი (კაპ.), ფოკეტი, ვერსტრაეტე, კაბასელე (შრიივერსი, 58), შოოფსი, ატედა, ბუეკერსი (კორინი, 63), ტროსარდი.
მწვრთნელი: მარკ ვან გეერსომი.
გოლები: ფანცულაია (56), სამუშია (78).
ფანცულაია ვერ გაიტანა პენალტი (74).
გაფრთხილება: ფოკეტი (7), სამუშია (21), გეგეჭკორი (69), დე სარტი (71).
მსაჯი: საშა ამჰოფი (შვეიცარია).
KFC Oosterzonen Stadion (ვესტერლო), ბელგია
ინგლისი – შოტლანდია 3:0 (2:0)
გოლები: კოულტირსტი (17), ბეიკერი (33 პენ.), აკპომი (74).
![]() |
3 | 2 | 1 | 0 | 6: | 2 | 7 | |
![]() |
3 | 1 | 2 | 0 | 5: | 2 | 5 | |
![]() |
3 | 0 | 2 | 1 | 3: | 5 | 2 | |
![]() |
3 | 0 | 1 | 2 | 3: | 8 | 1 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აუ რა მაგარი კაცები არიან გენაცვალეთ ბიჭებო... მსაჯებმა ჩემი *** ჩეიდონ
)))))))))
გილოცავთ ყველას გვასახელეთ და ასახელეთ საქარტველო ზმებო
ადმინ დგეს
steven gerrardis dabadebis dgea
ისიც არდაგავიწყდეთ რომ მაისურაძის 17წლამდელებზე ერთი წლით დიდების ტურნირია და 18კაციდან 4-5კაცზე მეტი პატარის წაყვანა რავიცი....
ამ 19-წლამდელებს გაგრამ ყველა თამაში მოუგო.მე იმის თქმა მინდა რომ საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყურადღებას არ აქცევენ.
საღოლ ბიჭებო, თქვენ შეუძლებელი შეძელით,იმედია დღევანდელი მთავრობა ბოლოსდაბოლოს შეიმუშავებს ფეხბურთის განვიოთარების პროგრამას.
კიდე ტრენერს აკრიტიკებთ ტო?
))))))))))))))))მგონი ცუდადაა ეს ხალხი
lado94
მარტო კაკაბა კი არა გურეშაც არ მიყავდა. რომ არა ჰუფნაგელის ტრავმა ეხლა გურეშა ნაკრებში არ იქნებოდა და კიდევ U17-ის ერთ=ერთი საუკეთესო ფეხბურთელი აბურჯანიაც აქ დატოვა
ჰუფნაგელს გერმანიის 19წლამდელშიც იწვევდნენ ასე რომ ნაღდად კარგი ბავშვია და მასე თქმა არშეიძლება(შენ შეიძლება გურეშიძე გირჩევნია, მაგრამ ჩემი აზრით ლუკა უკეთესია)...
ბიჭებო გილოცავთ, დღეს თქვენ გაახარეთ საქართველო. მაგრამ ამაზე არ უნდა შეჩერდეთ, წინ ევროპის ფინალური ეტაპია, თქვენ შეგიძლიათ ყველას მოუგოთ და კიდევ უფრო გაახაროთ ჩვენი გულები. საქართველოში ფეხბურთი ცოცხლდება და თქვენი გამარჯვება ამის დასტურია.
მჭედლო ზამენაზეა
ემპოლიმ შეაგდოო იმედია მოიგებს 1-0
გილოცავთ ყველას გილოცავთ,თავი არ დაზოგეს და გვასახელეს.გია ცეცაძეს ვულოცავ წარმატებას,
გოლებისაც ვერ ვნახავთ? სადმე არ გაჩითულა?
გილოცავთ ყოჩაღ ბიჭებო ყოჩაღ ცეცაძე!ქართველებს საფეხბურთო ნიჭი არ გვაკლია და ჯობია ჩვენ ნიჭიერ ბიჭებზე ავაგოთ თამაში ვიდრე უკლასო ლეგიონერებზე) პირველ რიგში დინამოს ეხება ეს 9 ლეგიონერით რო აპირებს ლიგაზე თამაშს და უაზრო პოლიტიკას რო აწვება დააბრუნოს ქართველი ფეხბურთელები
გილოცავთ საღოლ ცეცაძე
გამოიღე ბებერო ევროპავ!! უფ რა კარგი საღამოა!!!
რა ლამაზი სატურნირო ცხრილია!
ერთი ცვლილება ისიც 81ე წუთზე იმენა გადაახურეს ევროპას
) იმ ესპანელ მსაჯებს დედა უნდა მოე,,ნათ
საღოლ ბიჭებო თქვენ გაიხარეთ ასე რომ გამახარეთ ცეცაძე კაი ტრენერია მარა კაკაბაძეს დაუძახოს რა მაგაზე უკეთესი მარჯვენა მცველი არ ყავს მაგას
მოდი ცეცამ ტავად იცის ტავის საქმის, თორე კაკაბაძე უძლიერესია ბაზარი არაა
კი მასეა მარა კაკაბაძეს დინამოს ძირითადშიც სიამოვნებით ვიხილავდი და მასეც იქნებოდა უჰრინი რომ ახალგაზრდებს წყალობდეს. ძაან მაგარი ბავშვია
stripslashes((strlen('http://fcdinamo.ge//ge/surveys?n=25')>0?'http://fcdinamo.ge//ge/surveys?n=25':'http://fcdinamo.ge//ge/surveys?n=25'))
ხმა მიეცით ყველაზე ლამაზი გოლის გამოკითხვაში