სხვა

15:41 | 13.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს და ესპანეთის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ხელშეკრულება გააფორმეს

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პირველმა პირმა ალეხანდრო ბლანკო ბრავომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რაც ქართული ოლიმპიზმის შემდგომი განვითარების მიზნით წინ გადადგმული ნაბიჯია.
სეოკ-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესპანეთის ეოკ-ის გენერალური მდივანი ვიქტორ სანჩეს ნარანიო და სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძეც ესწრებოდნენ. ამ შეხვედრაზე სეოკ-ის პრეზიდენტმა მის ესპანელ კოლეგას ცნობილი ქართველი მოქანდაქის გია ჯაფარიძის ნამუშევარი აჩუქა.
“ესპანეთის ოლიმპიურ კომიტეტთან საკმაოდ თბილი და საქმიანი ურთიერთობები გვაკავშირებს. ესპანეთის ეოკ-ის პრეზიდენტი ალეხანდრო ბლანკო ბრავო ჩვენი მოწვევით იანვარში თბილისშიც იმყოფებოდა და სეოკ-ის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
გაფორმებული ხელშეკრულება ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენს ქვეყანაში ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის წინსვლას უსათუოდ შეუწყობს ხელს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ორი ქვეყნის ეოკ-ებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც მოიცავს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მწვრთნელთა და სპორტსმენთა გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ შეკრებებსა და სხვა საინტერესო საკითხებს.
როგორც იცით, ჩვენი მიზანია 2015 წელს თბილისმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება მოიპოვოს და ამ მხრივაც, ესპანეთის ეოკ-ი ჩვენს გვერდითაა”, - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.
მანვე მწუხარება გამოთქვა 10 აპრილს სმოლენსკში რეგიონში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც პოლონეთის ეოკ-ის პრეზიდენტი პიოტრ ნუროვსკიც ემსხვერპლა.
დაასსრულა შეგახსენებთ, რომ გია ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით, სეოკ-ს მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები ირლანდიასთან და კვიპროსთანაც აქვს გაფორმებული. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.236474