ჭადრაკი

13:51 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატში 12 მოჭადრაკე ითამაშებს

26 იანვრიდან თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტს აიღებს საქართველოს 73-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ვაჟთა შორის.

ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ: 1. მიხეილ მჭედლიშვილი (2655), 2. ლევან ფანცულაია (2614), 3. დავით ჯოჯუა (2565), 4. კონსტანტინე შანავა (2559), 5. მერაბ გაგუნაშვილი (2547), 6. ლუკა პაიჭაძე (2544), 7. თორნიკე სანიკიძე (2541), 8. დავით ბენიძე (2505), 9. გაიოზ ნიგალიძე (2494), 10. ივერი ჭიღლაძე (2380), 11. ალექსანდრე ყაშაშვილი (2370), 12. სოფიო გვეტაძე (2334).

საქართველოს ჩემპიონატი XI ტურად წარიმართება და 6 თებერვალს დასრულდება, ტურნირის ჩემპიონი კი ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი გახდება.

ამას გარდა, 1-2 ადგილზე გასული მოჭადრაკეები 2014 წლის ვაჟთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე დაფინანსდებიან, ხოლო 1-3 ადგილზე გასულები 2015 წლის საქართველოს ვაჟთა 74-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაიშვებიან.

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით, II-III ადგილოსნებს კი მედლები და დიპლომები გადაეცემათ.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ასეთია: I ადგილი – 5 500 ლარი, II ადგილი – 4 500 ლარი, III ადგილი – 3 500 ლარი, IV ადგილი – 2 500 ლარი, V ადგილი – 1 500 ლარი.

0.109362