გუშინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ მიიღო ოფიციალური წერილი რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის ნიკოლაი ტოლსტიხისგან, რომლის შესაბამისადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდი (1993 წლის 1 იანვრამდე ან მას შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდი) მიწვეულია 2014 წლის იანვარ-თებერვალში, სანკტ-პეტერბურგში გასამართ რიგით 22-ე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე – “თანამეგობრობის თასი”.
აღნიშნული ტურნირი ყოველი წლის იანვარში იმართება რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დიდ ინტერესს იწვევს.
ტურნირი 22 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართება. რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური წერილისა და შემოთავაზების განხილვა სფფ-ში უკვე მიმდინარეობს.
სფფ-ის პრესსამსახური