საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები მეტოქეთა დაწიოკებას აგრძელებს. მას შემდეგ, რაც გაუმართლებლად ძლიერ ჯგუფში მოხვდა და მომდევნო ეტაპზე 5 ჩაგდებული ქულის გამო ვერ გავიდა, გია კაზანჯიანის გუნდი მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო და ამ ადგილის მოგება იქნება ყველაზე მცირედი, რასაც საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში იმსახურებს.
საქართველომ 9-16 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ტურნირში ჯერ ესტონეთი გაანადგურა (92:60), შემდეგ რუმინეთი დააჩოქა (97:63), ხოლო გუშინ ჰოლანდია შავ დღეში ჩააგდო. ქართველებმა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლები 55 ქულის სხვაობიათ – 92:37 გააცამტვერეს.
ასეთი სხვაობა რომ ფიქსირდება, იმ თამაშს თამაში არ ეთქმის – იმდენად დიდი და შთამბეჭდავია ერთი გუნდის უპირატესობა მეორეზე. სხვა მეოთხედებშიც არ დააკლო, თუმცა განსაკუთრებულად საქართველომ მესამე პერიოდში დაჩაგრა ჰოლანდია. აღნიშნული ათწუთეული კაზანჯიანის გუნდმა 32:3 იმარჯვა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ძლევამოსილება.
ჩვენს ნაკრებში 19 ქულით ბომბარდირი გიორგი ცირეკიძე გახდა, ხოლო ორმაგი დუბლით (13 ქულა, 15 მოხსნა) თავი ლადო ფურცხვანიძემ გამოიჩინა. სამწამიან ზონაში ქართველების დომინირება აშკარა იყო. აღნიშნული ზონიდან კაზანჯიანის გუნდმა 50 ქულა მოიხვეჭა მეტოქის 10-ის საპირიპიროდ.
საქართველოს ნაკრები ახლა მაკედონიის და ბულგარეთის მატჩის შედეგს
ევროპის ჩემპიონატი. “ბ“ დივიზიონი. მაკედონია, შტრუმიცე. 29 აგვისტო
საქართველო – ჰოლანდია 92:37 (24:15 24:12 32:3 12:7)
სრული სტატისტიკა
www.gbf.ge