კალათბურთი

15:00 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო–პორტუგალია: შემადგენლობები ცნობილია

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. ესაა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩი, რომლის მოგებაც საქართველოს აუცილებლად სჭირდება.

დილის ვარჯიშის შემდეგ, ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა. ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარება თორნიკე შენგელია, რომელმაც უნგრეთთან წინა მატჩში ფეხი ამოიბრუნა.

პორტუგალიას რაც შეეხება, ამ ნაკრებმა ყველა აქამდელი შეხვედრა ერთი და იმავე შემადგენლობით ითამაშა და ასე იქნება საქართველოსთან მატჩშიც.

 

0.121227